რა წიგნები შეუგზავნა გიგი უგულავამ ნიკა მელიას ციხეში
“ადამიანს როცა გარეთ არ სცალია, აგურებივით წიგნები ციხეში კარგად იკითხება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავამ ის წიგნები დაასახელა, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ციხეში შეუგზავნა.
“ლაშა ბუღაძის “პატარა ქვეყანა”, ეს ლაშას საჩუქარია. რამდენიმე ისტორიული მონოგრაფია, უახლოეს ისტორიაზე და სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა. ციხეში ყველაზე კარგად იკითხება. ბევრი წიგნი იმედია, არ დასჭირდება იმიტომ, რომ მალე გამოვა. ასევე, ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლე” არის ძალიან სქელტანიანი წიგნი და ადამიანს როცა გარეთ არ სცალია, ასეთი აგურებივით წიგნები ციხეში კარგად იკითხება”, – განაცხადა უგულავამ.