პირველი მარტიდან საბავშვო ბაღებში სწავლა აღდგება
“პირველი მარტიდან საბავშვო ბაღებში სწავლა აღდგება”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლამდელი დაწესებულებები 1-ელი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ. ორ კვირაში ერთხელ კი მათი თანამშრომლების 20%-ს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ.