ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები