ნინო ბურჯანაძე: ჩვენი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას – ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მოსახლეობა შეეგუოს ღირსების შელახვას

“ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მოსახლეობა შეეგუოს ღირსების შელახვას”, – ასე მიმართა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხს.

ბურჯანაძემ ნიკა მელიას სოლიდარობა გამოუცხადა.

“ჩვენი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას. დიახ, დღეს საქართველოს ხვალინდელი დღე დამოკიდებულია თქვენნაირ ადამიანებზე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მოსახლეობა შეეგუოს ღირსების შელახვას, შეეგუოს იმას, რომ ქვეყანა მართოს ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის სასაცილო და კომიკურმა დიქტატურამ. ჩვენ ამას არ შევეგუებით”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები