შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ მთელს საქართველოს, ყველა ფეხზე, ყველა გარეთ
“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
მისი შეფასებით, ქვეყანაში წარმოუდგენელი უბედურება ტრიალებს.
“ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ საბჭოთა არმიის დაბადების დღის ზეიმზე, რაც მოსკოვში ტარდება, ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული პარტიის ლიდერი იქნებოდა დაპატიმრებული და პარტიის ოფისი იქნებოდა შტურმით აღებული. ეს არ იყო ქართული პოლიცია, ეს იყო “როს გვარდია!”. ეს იყო წარმოუდგენელი, დღეს ჩვენ დავინახეთ უფრო მწვავედ და უფრო რეალურად რა უბედურება ტრიალებს ქვეყნის თავზე. მე მოვითხოვ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც არის გამოკეტილი იმის გამო, რომ ხმა აიმაღლა და მოითხოვა ოკუპანტების გასვლა საქართველოდან. მოვითხოვ ევროკავშირიდან, აშშ-დან სასწრაფო სანქციები დაეკისროთ ამათ, შს-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მოსამართლეებს, კობახიძეებს, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს ვინც მამულზე წინ დააყენა თავიანთი ბინძური მანდატები. მე მოვუწოდებ მთელს საქართველოს, ყველა ფეხზე, ყველა გარეთ! სანამ არ დავამთავრებთ ამ ამაზრზენ ანტიეროვნულ რეჟიმს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.