საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების პროცესმა მშვიდაც ჩაიარა და ჩატარდა ისე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისი მხოლოდ დასალაგებელია და არა – აღსადგენი.
,,სახელმწიფოს ჰქონდა უალტერნატივო გადაწყვეტილების ვალდებულება, რომ დაეცვა კანონი, თუ ასე არ მოხდებოდა, ქვეყანა უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დაგდებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახელმწიფოში წესრიგი იქნეს დამყარებული, საზოგადოება დაიღალა, ,,ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული ქმედებების ყურებით. მადლობა სამართალდამცველებს, რომ ყველაფერმა მშვიდაც ჩაიარა და ჩატარდა ისე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისი მხოლოდ დასალაგებელია და არა – აღსადგენი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.