მერკელი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების წინადადებით გამოვიდა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეზღუდვების ფრთხილი შესუსტების წინადადებით გამოვიდა, – წერს Spiegel -ი წყაროზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, კანცლერი მიიჩნევს, რომ შემსუბუქების დროს საჭიროა მეტი ტესტის ჩატარება. ამასთან, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ესმის, თუ როგორ ელოდება მოსახლეობა შეზღუდვების შემსუბუქებას.

მან ამ ეტაპისთვის სამი სფერო გამოყო: პირადი კონტაქტები, სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, ასევე კულტურა, რესტორნები და სპორტდარბაზები. თუმცა, ისიც თქვა, რომ ყურადღების მოდუნება არც ერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში კორონავირუსის 2 390 928 შემთხვევა გამოვლინდა, 67 903პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები