ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელორუსს შემოდგომისთვის საკუთარი ვაქცინა ექნება

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, შემოდგომას ბელორუსს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინა ექნება.

ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“თქვენ უკვე სამი დარეგისტრირებული ვაქცინა გაქვთ და კიდევ მუშავდება სხვებიც. ჩვენც ამ გზით მივდივართ. შემოდგომას ჩვენი ვაქცინა გვექნება, სპეციალისტები გვყავს”, – თქვა ლუკაშენკომ.

მან კოვიდ19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას მსოფლიოში ყველაზე ეფექტური უწოდა.

ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის დღის წესრიგია სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში მსხვილი პროექტების რეალიზება. ასევე, საუბარი შეეხება სამოკავშირეო სახელმწიფოს თემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები