გივი მიქანაძე: პრემიერობის კანდიდატისგან რაც კი წარმოთქმული იქნა, აბსოლუტურად ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც კანონიერება და სამართლიანობა მოითხოვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან რაც კი წარმოთქმული იქნა, აბსოლუტურად ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც კანონიერება და სამართლიანობა მოითხოვს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის მზადაა.
“პრემიერობის კანდიდატისგან რაც კი წარმოთქმული იქნა, აბსოლუტურად ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც კანონიერება და სამართლიანობა მოითხოვს, რაც არის ასახვა იმ რეალური შედეგების, რაც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა და ის ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდნენ, პატივს სცემენ თუ არა თავიანთი ამომრჩევლის არჩევანს. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.