არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა
ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებიდან დღეს სამი წელი გავიდა.
2018 წელს ტატუნაშვილი ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა.
ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ შესაბამისი სასჯელი შეუფარდა, თუმცა, ისინი ამ დრომდე დაუსჯელი რჩებიან.