ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები საკუთარ დროშას და ჰიმნს ვერ გამოიყენებენ

ტოკიოსა და პეკინში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რუსი სპორტსმენები “რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის” (ROC) აბრევიატურით იასპარეზებენ.

შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების საიტზე გავრცელდა.

აღინიშნება, რომ რუსეთის გუნდის წევრების ფორმებზე იქნება დატანილი სწორედ ეს აბრევიატურა, სიტყვების Russia (Россия) და Russian (российский) — აკრძალულია.

გარდა ამისა, კომიტეტმა სპორტსმენების დაჯილდოების დროს რუსეთის ჰიმნის შესრულებაც აკრძალა.

სპორტულ ინვენტარზე ტრადიციული აბრევიატურის “RUS” მაგივრად იქნება გამოყენებული “ROC”.

2020 წლის 17 დეკემბერს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ WADА-ს მიერ დაწესებული სანქციები შეასუსტა. CAS-ის გადაწყვეტილებით რუსი სპორტსმენები მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი დროშით მონაწილეობას 2022 ლის 16 დეკემბრამდე ვერ შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები