ფინეთში კოვიდ19-ზე ტესტირებაზე უარის თქმისთვის თავისუფლების აღკვეთით დასჯიან

​ფინეთის მთავრობა, ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს, რომელიც, ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჯარიმას ან სამი თვით თავისუფლების აღკვეთას შეიძლება, გულისხმობდეს.

შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა.

მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი პარლამენტისა და შემდგომ პრეზიდენტის მიერ დღის მეორე ნახევარში იქნება დამტკიცებული და ძალაში უკვე 22 თებერვლიდან შევა.

უკანასკნელი მონაცემით, ფინეთში კორონავირუსის 52 209 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 725 ადამიანი ემსხვერპლა, სულ გაკეთებულია 3,131 მილიონი ტესტი, აცრილია მოსახლეობის 5,5% (243 973 ადამიანი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები