თურქეთში მესამე ქვეყნებისთვის წამლების უკანონო გაყიდვის მცდელობა აღკვეთეს – დაკავებულია მედიცინის ათობით მუშაკი

თურქეთში ის პირები არიან დაკავებული, რომლებიც არაკანონიერი გზით აზერბაიჯანში, სირიაში, ირანსა და ერაყში წამლების გაყიდვას ცდილობდნენ.

ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებები ქვეყნის 11 პროვინციაში მოხდა.

ოპერაციის შედეგად, დაკავებულია 41 ადამიანი, მათ შორის არიან ადანას ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 4 ექიმი, ჯანდაცვის სფეროს ორი მუშაკი, 2 ბიოლოგი, 9 ფარმაცევტი, ფარმაცევტული კომპანიის 13 მუშაკი.

აღინიშნება, რომ პრეპარატები, რომელთა უკანონო რეალიზება იგეგმება, ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი წამლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები