მაკრონი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინის საკუთარი მარაგიდან 5% ღარიბ ქვეყნებს გამოუყონ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპასა და აშშ-ს მოუწოდებს, ვაქცინის საკუთარი მარაგის 5% ისეთ ქვეყნებს გაუგზავნონ, სადაც ვაქცინაცია ჯერ არც დაწყებულა.

ამის შესახებ მან Financial Times-ს განუცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნები დასავლურ პრეპარატებს ყიდულობენ, მაგალითად, AstraZeneca-ს “ასტრონომიულ ფასებში”, იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე ამაში ევროკავშირი იხდის. ამასთანავე, ჩინელი და რუსი მწარმოებლებისგან გაურკვეველი ეფექტურობის მქონე ვაქცინის დაბალ ფასში ყიდვის წინადადებებს ღებულობენ.

“არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზაზე ან მილიარდობით ევროზე. საუბარია ჩვენს ხელთ არსებული მარაგის 4-5%-ის გამოყოფაზე. აღნიშნული კი ვაქცინაციის ჩვენს კამპანიებს არ შეცვლის, მაგრამ ყველა ქვეყანამ გარკვეული დოზა უნდა გამოყოს ძალიან სწრაფად”, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პირველმა პირმა ასევე თქვა, რომ ევროპის ინიციატივას გერმანიის კანცლერი უჭერს მხარს და დასძინა, რომ იმედოვნებს, მხარდაჭერას აშშ-ისგანაც მიიღებს.

მაკრონის თქმით, ამგვარი სქემის არარსებობის პირობებში, ჩინეთი და რუსეთი ვაკუუმს შეავსებენ და ამ გზით “ვაქცინური ომებისკენ გზას გაკვალავენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები