პოროშენკომ უკრაინაში ერთ-ერთი ტელეარხი იყიდა

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ტელეკომპანია “პირდაპირი” იყიდა. როგორც პოროშენკომ განაცხადა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ არხის დახურვა იგეგმება, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭო კი მისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.

“ფული გადავიხადე, დიდი ფული, რომელიც შეიძლება, ქველმოქმედებას მოხმარებოდა, სხვა პროექტებს, მათ შორის – სოციალურებს. მაგრამ ეს მილიონობით ფული ტელეარხის ვალის დაფარვასა და სხვა საჭიროებებზე დაიხარჯება”, – თქვა პოროშენკომ და განმარტა, რომ ტელეარხის დახურვის შესახებ 18 შეტყობინება მიიღო.

ამის შემდეგ, პოროშენკოს განმარტებით, მას 18 თებერვალს ყოფილი სახალხო დეპუტატი, ვლადიმერ მაკეენკო დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, რომლისგანაც შემდგომ მედიასაშუალება იყიდა.

გარდა ამისა, პოროშენკომ ტელეკომპანია “პირდაპირი”-ს ეთერიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი შეახსენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები