გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა პანდემია შესაძლოა, გავლენების გაფართოებისთვის გამოიყენოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ანეგრეტ კრამპ-კრაენბაუერი მიიჩნევს, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, პანდემიისგან სარგებელი მიიღონ.

როგორც მან DW-ს ინტერვიუში განუცხადა, “ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთში, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში განიხილება საკითხი, რომ, კორონავირუსის კრიზისის გამო, დასავლეთში ბევრი სახელმწიფო იქნება დაკავებული კრიზისისა და მათთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრით, რაც საერთაშორისო არენაზე რუსეთის გავლენებს მეტ სივრცეს მისცემს”.

მისი თქმით, გულუბყვრილობა იქნება ვარაუდი, რომ რუსეთი და ჩინეთი “კოვიდ19-თან დაკავშირებულ ვითარებას საკუთარ ინტერესებში არ გამოიყენებენ”. ჩინეთზე საუბრისას პოლიტიკოსმა თქვა, რომ ის “ევროკავშირსა და ნატო-სთვის წინააღმდეგობრივი გამოწვევაა”.

“ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, დიდი ქვეყანა, რომლის გარეშე კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შეუძლებელია, მაგალითად, კლიმატის ცვლილება. მაგრამ ის, ამავე დროს არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს გავლენის მოხდენას ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მულტილატერალიზმთან არის შეუთავსებელი, არც ისეთ წესრიგთან, რომელიც წესების დაცვას გულისხმობს”, – თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ნატო-ს ახალ დოქტრინაში ჯერ არ შესულა, მაგრამ ამიერიდან ალიანსის წევრ ქვეყნებს, ასევე, ევროკავშირს მოუწევთ პასუხის მოძებნა ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევაზე.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები