აშშ COVAX-ს ვაქცინაციისთვის 4 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი მსოფლიოში ვაქცინაციისთვის შენატანს 4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. თანხა COVAX-ის პროგრამაში ჩაირიცხება.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

“კოვიდ19-მა გვაჩვენა, რომ ვერცერთი ქვეყანა პანდემიას მარტო ვერ გაუმკლავდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენი შესაბამის გადაწყვეტილებას კოლეგებს დღეს G7 სამიტზე გააცნობს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.

თანხა პროგრამისთვის 2021-2022 წლებში გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები