Bloomberg: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციის დაწესების საკითხს 22 თებერვალს შეათანხმებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვლის შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს შეათანხმებენ, რომელიც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას უკავშირდება. ამის შესახებ „ბლუმბერგი“  იუწყება.

სააგენტოს მონაცემებით, ნაკლებადსავარაუდოა, რომ სანქციები მიმართული იქნება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ.

მათ ნაცვლად, შეზღუდვები შეეხება რუს მაღალჩინოსნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც კავშირში არიან ნავალნის საქმესთან.

სააგენტოს მიხედვით, მინისტრების გადაწყვეტილება იქნება პირველი ნაბიჯი იურიდიული პროცესისთვის, რომელიც გამოიწვევს სანქციების დამტკიცებას მარტისთვის. სანქციები მოითხოვს 27 წევრი ქვეყნის თანხმობას

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები