“გელა, შენს ნააზრევსა და დაწერილს, ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყოფილი პრემიერის გადადგომა, ჩემი აზრით, ორმა მთავარმა გარემოებამ გამოიწვია”, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი, დარეჯან ლიპარტელიანი კოლეგის გელა ზედელაშვილის ფეისბუქპოსტს, რომლის მიხედვითაც “გიორგი გახარიამ ბოლო მისია ვეღარ შეასრულა, რადგან გუნდის ერთიან, მტკიცე პოზიციას წააწყდა და მეტად საპასუხისმგებლო მომენტში წავიდა”.
ლიპარტელიანი ფეისბუქპოსტში თანამდებობიდან პრემიერის გადადგომის გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
“გელა, შენს ნააზრევსა და დაწერილს, ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყოფილი პრემიერის გადადგომა, ჩემი აზრით, ორმა მთავარმა გარემოებამ გამოიწვია: 1) როცა სუს-ი კორუფციულ საქმიანობასა და მასში გარეულ ჩინოვნიკებს აკავებდა, ამით, უკანონო შემოსავლების გამოაშკარავებით თავის გავლენის სფეროებსაც აფართოებდა, ასევე, გომელაური – გავლენიანი უწყების ხელმძღვანელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ებრძოდა, ამასობაში ეს ორი უწყება ძლიერდებოდა და გავლენის სფეროებს აფართოებდა. ამ ორი უწყების ეფექტური მუშაობით ყოფილი პრემიერის ჩანაფიქრი ფულის ადვილად შოვნის შესახებ დღითი დღე მცირდებოდა და, შესაბამისად, კორუფციული სქემების დალაგება აწ უკვე ყოფილ პრემიერსა და მის გარემოცვას აღარ გამოსდიოდათ. გავრცელებული ინფორმაცით, ნიკა მელიას მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ღირსეულ პრემიერს 1 მილიონ აშშ დოლარად შეუფასებია. რატომ, ბატონო გახარია, დავიჯერო, პოლიტიკურ სეილში მოყვა მთელი გუნდი და ასე იაფად და ასე ადვილად მიჰყიდეთ ეშმაკს სული?!… განა, რა გადაგიხადეს ასეთი, თუ ეს, მართლა მართალია, რომ ეშმაკსა და “ნაცებს” მიჰყიდეთ სული???”, – წერს ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.