გელა ზედელაშვილი: გიორგი გახარია მეტად საპასუხისმგებლო მომენტში წავიდა

“გიორგი გახარიამ ბოლო მისია ვეღარ შეასრულა, რადგან გუნდის ერთიან, მტკიცე პოზიციას წააწყდა. წავიდა მეტად საპასუხისმგებლო მომენტში”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გიორგი გახარია გადადგა!

ალბათ, დამეთანხმებით, ეს იყო ძალზე უცნაური გადადგომა – უდროო და არალოგიკური. ფაქტობრივად, ტიპი გამოვიდა და და მოგვახსენა, ნიკანორ მელიას ვერ დავიჭერ, კანონს ვერ აღვასრულებ, სულ კარგად ბრძანდებოდეთო.

არადა, ასე არ ხდება, პრემიერმინისტრები ასე უპასუხისმგებლოდ არ იქცევიან (არ უნდა იქცეოდნენ).

თუმცა!

როგორც ხედავთ, გიორგი გახარია, რომელიც ბევრს ასე ეიმედებოდა, ფაქტობრივად, გაიპარა, მშიშარა გამოდგა!

რას იზამს გადამდგარი ბატონი გახარია? ყველანაირად შეეცდება, თავი გმირად გამოაცხადოს. ბუნებრივია, რაც გახარიამ გააკეთა, ამის გამო ახალი მომხრეებიც გამოუჩნდებიან, ისინი ახალი ტიპის გმირად შერაცხავენ და იმის მტკიცებასაც დაიწყებენ, რომ საღად იაზროვნა ნიკანორ მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრებასთან დაკავშირებით… რომ მან დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, ხელი არ შეუწყო პოლიტიკური კრიზისის უფრო გაღრმავებას და ასე შემდეგ. გახარიას ქებას, რა თქმა უნდა, დაიწყებენ “ნაციონალები” და მათთან გათანაბრებული პირები.

ის ვერ გახდება გმირი, რადგან… ბოლო დროის განმავლობაში მართავდნენ გარე ძალები” და მიხეილ სააკაშვილი.

კომპრომატები, კომპრომატები და კომპრომატები!

სამწუხაროდ, სააკაშვილის ხროვამ რამდენიმე მსუყე კომპრომატი მოიპოვა. გარკვეულ წრეებში ჭორიც კი დადიოდა, რამდენიმე კომპრომატი პირად ცხოვრებას ეხებაო.

გიორგი გახარიამ ბოლო მისია ვეღარ შეასრულა, რადგან გუნდის ერთიან, მტკიცე პოზიციას წააწყდა. წავიდა მეტად საპასუხისმგებლო მომენტში. გამოსავალი იპოვა, ოღონდ თავისთვის, ქვეყანა დაიკიდა.

იმედია, მალე კიევში არ ჩაფრინდება სააკაშვილთან სათათბიროდ.

ვწუხვარ, დამპალმა “ნაცებმა” ესეც “დაავერბოვკეს”!

არ მითხრათ, არ გვჯერაო, ასეა ეს!”, – წერს ზედელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები