“ძალიან ცუდი კანდიდატურა იქნა შერჩეული, ეს არის ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეეძლო, “ქართულ ოცნებას” დაესახელებინა”, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას.
მისი თქმით, ღარიბაშვილი ოპოზიციის მოძულეა.
“ძალიან ცუდი კანდიდატურა იქნა შერჩეული, ეს არის ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეეძლო, “ქართულ ოცნებას” დაესახელებინა. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ის პრემიერი იყო, ნულოვანი შედეგი ჰქონდა. თვითონაც წვალობდა და ქვეყანასაც აწვალებდა. ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ სიტუაციაში “ქართულ ოცნებას” ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა დეესკალაციისკენ. მათ კი ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ მმართველ გუნდს ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოაქვს ვერანაირი დასკვნა. ისინი ჯიუტად განაგრძობენ უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას. მისი დანიშვნა ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის და ნიშნავს იმას, რომ ისევ კუნთების თამაშს განაგრძობს “ქართული ოცნება”. ყველაზე მეტი მოძულეა ოპოზიციის”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.