საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობასთან ერთად „ქართული ოცნებაც“ დატოვა.
სამხარაძის თქმით, გახარიას გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
“პრემიერის გადადგომა ნამდვილად მოულოდნელი იყო და ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილით შევიტყვე. მე როგორც ვიცი, გახარიამ პარტიაც დატოვა. რაც შეეხება სხვა წევრების პოზიციას, ეს გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ამაზე ერთმანეთშიც კი არ გვილაპარაკია. უმრავლესობა არის ერთიანი, შესაბამისად, ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება დასახელებული უმრავლესობის მხრიდან, მხარდაჭერილი იქნება”, – აცხადებს სამხარაძე.