ბაქოში დაგეგმილი, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა გადაიდო

ბაქოში 19 თებერვლისთვის დაგეგმილი, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ლეილა აბდულაევა ავრცელებს.

დღეს ბაქოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ჩადის, ხვალ კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი უნდა ჩასულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები