შალვა ნათელაშვილი: ხელისუფლება იშლება, ახალი არჩევნები გარდაუვალია
„ხელისუფლება იშლება, მმართველი გუნდი გახეთქილია, ახალი არჩევნები გარდაუვალია ეს ყველაფერი ისტორიის განგებით ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს მოხდა”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა დროა, განახლდეს მოლაპარაკებები და ძირეული საარჩევნო რეფორმა გატარდეს.
„ხელისუფლება იშლება, მმართველი გუნდი გახეთქილია, ახალი არჩევნები გარდაუვალია – ეს ყველაფერი ისტორიის განგებით ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს მოხდა. ქართველმა ხალხმა მას კარგი სიურპრიზი და საჩუქარი გაუმზადა იმ ძალადობის, გადაგდების, გაღატაკების, სახელმწიფოს ჩამოშლისთვის, რაც მან და მისმა ე.წ. გუნდმა იკადრეს. ახლა დადგა ჟამი, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, გავატაროთ ძირეული საარჩევნო რეფორმა და უახლოეს ხანში ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები მრავალპარტიული კვალიფიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივებით, რომლის მთავრობაც იმუშავებს ხალხზე, სიღატაკის დაძლევაზე, ქვეყნის ფეხზე წამოყენებასა და არა საკუთარ ჯიბეზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.