მიხეილ ყაველაშვილი: ვფიქრობ, გიორგი გახარიას ამ პროცესში არ უნდა მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება

“ამ პროცესში არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას.

„ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან იყო ამასთან დაკავშირებით განხილვა. მგონი, მან თავად კარგად გადმოსცა მიზეზი, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. ისეთ კატაკლიზმებში გვიწევს მუშაობა, ეს ეპოქა გამოირჩევა გამოწვევებით და ადამიანურად მესმის, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ყველაფერი გადალახონ, შინაგან განწყობაზე მაქვს საუბარი, არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად აფასებენ, ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მე არ მოვუწონებდი ამ გადაწყვეტილებას, ამ პროცესში არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები