ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პროვოკაციული ფიგურის თუ მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი
“სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც კანონიდან გამომდინარე უნდა მიეღო”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პროვოკაციული ფიგურის თუ მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი.
“მან დემონსტრაციულად განაცხადა რომ არ დაემორჩილებოდა კანონს, სახელმწიფომ ინსტიტუტებს. ამის შემდეგ დაინახეს, რომ ეს შიშველი ნაჯახით მოჭრილი თემა იყო და მიუღებელი. შეეცადნენ ამის გასამართლებლად გავრილოვი მოეშველიებინათ და მაშინვე ოპერატიულად გამოიყვანეს კავშირზე გავრილოვი და დაიწყეს მისით სპეკულაცია.
სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც კანონიდან გამომდინარე უნდა მიეღო.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური პროვოკაციული ფიგურის თუ მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.