გიორგი ვაშაძე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე: პროტესტი იქნება
,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას პროტესტი მოჰყვება, თუმცა ეს მშვიდობიანად უნდა მოხდეს.
,,წინააღმდეგობა იქნება ნამდვილად, პროტესტიც იქნება, ეს აუცილებელია ამ ვითარებაში, თუმცა ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არაძალადობრივი და ძალიან ჩიხური სიტუაციაა, მიჭირს წინასწარ განჭვრეტა ყველა ქმედების, რომელსაც გადავდგამთ,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.