ნინო ბურჯანაძე: არავინ ძალადობას არ აპირებს, მაგრამ თუ ვინმე შემოვარდება, ბუნებრივია მარტივი არ იქნება ამდენ ადამიანზე გადავლა

“ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობას არავინ აპირებს, მაგრამ თუ ვინმე ოფისში შევარდება, მარტივი არ იქნება ამდენ ადამიანზე გადავლა.

“ველოდებით, რას გადაწყვეტს ხელისუფლება და ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს. ჩვენ, ძალადობის არანაირი სურვილი არ გვაქვს, არავინ აქ ძალადობას არ აპირებს, მაგრამ თუ ვინმე შემოვარდება აქ, ბუნებრივია, მარტივი არ იქნება ამდენ ადამიანზე გადავლა და ღმერთმა ნუ ქნას. ამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ წინა ხელისუფლება ხერხემალში გადატყდა 26 მაისს, როდესაც მან არაპროპორციული ძალა გამოიყენა”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები