ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი ნატო-სთან მასშტაბური კონფლიქტისთვის მზადყოფნას აძლიერებს
ესტონეთის საგარეო დაზვერვაში განაცხადეს, რომ, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, რუსეთი გასულ წელს, ახალი დივიზიების ფორმირებას აგრძელებდა, ასევე, დასავლეთის მიმართულებით სარაკეტო შეიარაღების განთავსებასა და მოდერნიზებას.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ გასულ წელს რუსეთის არმიაში კორონავრუსი ფართოდ იყო გავრცელებული, თუმცა, ის საზოგადოებისგან მკაცრად იყო დამალული, ასევე, გარდაცვლილთა შორის იყვნენ სამხედრო მაღალჩინოსნები. აღნიშნულმა ფაქტმა გავლენა ვერ მოახდინა რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარებაზე.
დეპარტამენტის შეფასებით, არ არსებობს არავითარი ნიშანი იმის, რომ რუსეთმა შეცვალა ხანგრძლივი სტრატეგია, რომელიც ნატო-სთან ფართომასშტაბიანი შეტაკებისთვის მზადყოფნის ზრდას გულისხმობს.
“ისევ ჩანს, რომ ამ სფეროში რუსეთისთვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს რეგიონული ძალების ზრდა, რომელიც ცოცხალი ძალის ყოფნას, მოდერნიზებასა და შეირაღების განთავსების ზრდას გულისხმობს. რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას ამერიკული სარაკეტო შეირაღების განთავსება ევროპაში. რუსეთის ხელმძღვანელობა კვლავინდებურად არის შეშფოთებული ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით Aegis Ashore-ით ევროპაში, რადგან, რუსეთში თვლიან, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა მას უშლის ხელს ნატო-ს ბირთვული შეტევით დაემუქროს”, – ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ რუსეთი გასულ წელს აგრძელებდა დასავლეთის სამხედრო ოლქში სადაზვერვო ფრენების განხორციელებას ადრინდელი მოცულობით. წელს მოსალოდნელია მორიგი მსხვილი სწავლებების გამართა ევროპული მიმართულებით სახელწოდებით ” დასავლეთი 2021″.