დუმის თავმჯდომარის მტკიცებით, რუსეთი თავისუფლების უკანასკნელი კუნძულია

რუსეთის დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთი თავისუფლების უკანასკნელი კუნძულია.

მისი თქმით, მაგალითად, აშშ-ში აღარ არსებობს ძლიერი სოციალისტური და კომუნისტური პარტიები, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში – თავისუფალი მედია.

ამის შესახებ მან დუმაში პლენარული სხდომის დროს განაცხადა.

“დემოკრატია არის პროცედურა, ნორმები და წესები. ხედავთ, რა ხდება შეერთებულ შტატებში? ქვეყანა იღუპება, ყველაფერი გადახაზეს. რა, ჩვენი კომუნისტები არ მეთანხმებიან? სად აქვს მუშათა მოძრაობები, სად არის სოციალისტური პარტია, სად არის ოდესღაც ძლიერი კომუნისტური პარტია? არ არის – ისევე, როგორც უკრაინაში არ არსებობს თავისუფალი მედია, ყველა ოპოზიციური მედიასაშუალება დახურეს, ბალტიისპირეთშიც ყველაფერი ლიკვიდირებულია. რუსეთი თავისუფლების უკანასკნელი კუნძულია”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები