უკრაინაში კარანტინი 30 აპრილამდე გაახანგრძლივეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის 30 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე რეჟიმი 28 თებერვლამდე უნდა შენარჩუნებულიყო.

ამასთან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა “ადაპტირებულ კარანტინზე” გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადსხვა რეგიონში ეპიდვითარების შესაბამისად განსხვავებული შეზღუდვები იქნება დაწესებული.

კერძოდ, ქვეყანაში ისევ იმოქმედებს ინფექციის გავრცელების, “მწვანე”, “ყვითელი”, “ნარინჯისფერი” და “წითელი” ზონები.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, დენის შმიგალმა განაცხადა, ახალი წესი ძალაში მომდევნო კვირიდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები