თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღებას აგრძელებს
საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღებას განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
“საბუთების მიღება გამარტივებული წესით იწარმოება. ქვეყნის მასშტაბით საკონტრატო სამსახურში რეგისტრაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ან მიმართონ რეკრუტირების მობილურ ცენტრებს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან, რომელთაც გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატო-ს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1050 ლარს, რაც იზრდება წოდების მიხედვით. მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს; სამხედროებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ სხვადასხვა კურსზე. საბუთების მიიღება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 -დან 16:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე: onlinebct.mod.gov.ge; საქართველოს მასშტაბით მობილურ რეკრუტირების ცენტრებსა და შემდეგ ლოკაციებზე: სენაკი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი”, – აცხადებენ უწყებაში.