ბრიტანეთში, კონფლიქტურ ზონებში “ვაქცინური დაზავების” გამოცხადების ინიციატივით გამოდიან

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი აცხადებს, რომ კონფლიქტურ ზონებში საჭიროა, “ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი” გამოცხადდეს, რომ მედიკოსებმა ადგილობრივებისთვის ვაქცინის გაკეთება შეძლონ.

ამის შესახებ Politico წერს.

ბრიტანეთის საგარეო უწყების სამმართველოს მონაცემით, 160 მილიონ ადამიანზე მეტი იმყოფება ვაქცინაციის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ, რაც რეგიონულ არასტაბილურობასა და შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება, მათ შორის, იემენში, სამხრეთ სუდანში, სომალისა და ეთიოპიაში.

რააბი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში კონტროლის გარეშე ვირუსის გავრცელების დატოვება ახალი სახიფათო შტამების გაჩენის რისკს გაზრდის. ბრიტანელ ჩინოვნიკებს მაგალითის სახით 2001 წლის აპრილში ავღანეთში დაზავება მოჰყავთ, რა დროსაც მედიკოსებმა შეძლეს ტერიტორიაზე შესვლა და ადამიანების პოლიომელიტისგან აცრა.

დღეს რააბი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაბამისი წინადადებით კოლეგებს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები