დასავლეთ ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოს რესპუბლიკელ წევრს, დერიკ ევანსს დონალდ ტრამპის მომხრეებთან ერთად 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის გამო ბრალი წაუყენეს

დასავლეთ ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოს რესპუბლიკელ წევრს, დერიკ ევანსს დონალდ ტრამპის მომხრეებთან ერთად 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის გამო ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ევანსი მას შემდეგ დააკავეს, რაც საკუთარ სოციალურ ქსელში კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარე პროცესებში მისი მონაწილეობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კაპიტოლიუმზე თავდასხმასა და მის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ევანსის გადაყენების მოთხოვნა მოჰყვა, რის შემდეგაც ის თავად გადადგა.

დაკავებამდე ევანსმა განაცხადა, რომ ის კაპიტოლიუმის შენობაში იმყოფებოდა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ცდილობდა საკუთარი თავის დინსტანცირებას ძალადობისგან, თუმცა, მის ვიდეოს, რომელიც მან თავად განათავსა სოციალურ ქსელში, სათაურად ეწერა – „დერიკ ევანსი – აქტივისტი“ და შენობაში შესვლის დროს პირდაპირ ეთერში ამბობდა სიტყვებს – „ჩვენ შევდივართ“, ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანები უკანონოდ შეიჭრნენ კაპიტოლიუმში, მან განაცხადა: „ჩვენ ეს შევძელით! დერიკ ევანსი კაპიტოლიუმშია“.

ამასთან, შვიდი შტატის კანონმდებლებმა, მათ შორის, დასავლეთ ვირჯინიიდან, მისურიდან და ტენესიდან, რომლებიც იყვნენ კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის მონაწილეები, დაწერეს განცხადებები გადადგომის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები