საბერძნეთში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან (ფოტო)

საბერძნეთში ციკლონ “მედეას” მიერ გამოწვეული დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თოვლის სახით უხვმა ნალექმა გზებზე პრობლემები შექმნა და ცალკეული რაიონები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ათენში ჰაერის ტემპერატურა -5°C შეადგენს, რაც, ეროვნული ობსერვატორიის დირექტორის თქმით, მრავალი წლის განმავლობაში არ მომხდარა.

ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ქალაქ ფლორინაში -22 გრადუსი დაფიქსირდა.

თოვლის გამო ათენში მუშაობა მეტროპოლიტენის რამდენიმე მეტროსადგურმა შეაჩერა, ასევე, გუშინ არ მუშაობდა ტრამვაისა და ტროლეიბუსების დიდი ნაწილი.

ათობით მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გარეშე ათასზე მეტი აბონენტია დარჩენილი.

ატიკას ჩრდილოეთით, დიონისოს მუნიციპალიტეტში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

მეტეოროლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა უმჯობესდება, ძლიერი ყინვები 19 თებერვლამდე შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები