აშშ-ს ხანგრძლივი სამხედრო ოპერაციების დასრულება სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხანგრძლივი ომების დასრულება სურს, რითაც ავღანეთში სამშვიდობო პროცესს უჭერს მხარს ,– ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“როგორც ადრე გვითქვამს, პრეზიდენტ ბაიდენს სურს, პასუხისმგებლიანად მიუდგეს ე.წ. სამუდამო ომებს და დაასრულოს ისინი. ასევე, ვგეგმავთ, ავღანეთსა და “თალიბანს” შორის სამშვიდობო პროცესს დავუჭიროთ მხარი”, – თქვა დიპლომატმა.

ამასთან, მან დააზუსტა, რომ აშშ-ის მთავრობა ამ ეტაპზე არ აკეთებს განცხადებას ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის ყოფნის საკითხზე, ამასთანავე, ვაშინგტონი უცხოელ მოკავშირეებთან პარტნიორებთან საკითხზე კონსულტაციებს გამართავს.

“მიმდინარე კვირას ნატო-ს მინისტერიალი გაიმართება. და ჩვენ ვიმყოფებით აშშ-სა და “თალიბანს” შორის დადებული შეთანხმების შესწავლის პროცესში”, – თქვა მან და დასძინა, რომ ავღანეთში ძალადობის მაჩვენებელი მიუღებლად მაღალია, მაგრამ შეფასებებში აშშ-ის მთავრობის მოსაზრებებს არ უნდა, გაუსწროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები