ალეკო ელისაშვილი – ოპოზიციაზე: ახლართულ-დახლართულები არიან, რევოლუციაზე ჯახირობენ
“საერთოდ არ მაინტერესებს არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია, ახლართულ-დახლართულები არიან, რევოლუციაზე ჯახირობენ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი საქმე აქვს და ცდილობს, ადამიანებს დაეხმაროს.
„ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბარს აღარ ვაპირებ. ვინმეს ჩემთან დაკავშირებით წუხილი და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ნომერი იციან და შეუძლიათ, დამიკავშირდნენ. საერთოდ არ მაინტერესებს არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია. მილიონი საქმე მაქვს, უამრავი ადამიანი მირეკავს და ვცდილობ, მათ დავეხმარო. ოპოზიცია ახლართულ-დახლართულია, რევოლუციაზე ჯახირობენ“, – განაცხდა ალეკო ელისაშვილმა.