სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა – კატანიის აეროპორტი ჩაკეტეს

სიცილიის კუნძულზე ვულკან ეტნას გაღვიძების გამო იტალიის სამხრეთ ნაწილში ყველაზე მსხვილი, ქალაქ კატანიის აეროპორტი ჩაკეტეს.

ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთის კრატერიდან ფერფლი და ვულკანური მასების ამოფრქვა აქტიურად დაიწყო.

ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ვულკანის მომატებულ აქტივობას 16 თებერვალს აფიქსირებდა, რის შემდეგაც უშუალოდ ამოფრქვევა დაიწყო.

ვულკანთან ახლოს მდებარე სოფელი ფერფლის ღრუბლით დაიფარა.

კატანიის აეროპორტის ხელმძღვანელობამ მისი მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კრატერთან კვამლისა და ფერფლის სიმაღლე 1 კილომეტრს აღწევს, რაც, ცუდ ხილვადობასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.

ეტნას ყველაზე სერიოზული ამოფრქვევა 2017 წლის მარტში მოხდა, როდესაც 10 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები