ჯანმო: ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი 16%-ით, ხოლო ლეტალობა 10%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი ბოლო ერთ კვირაში 16%-ით არის შემცირებული, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი  10%-ით შემცირდა.

კერძოდ, გასულ კვირას მსოფლიოში ვირუსით 81 ათასი ადამიანი დაიღუპა და 2,7 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის მონაცემთან შედარებით ახალი 500 ათასი ინფიცირებულით ნაკლებია.

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბრიტანეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი შტამი მსოფლიოს უკვე 94 ქვეყანაშია დაფიქსირებული, სამხრეთ აფრიკული – 46- ში, ბრაზილიაში გამოვლენილი ვარიანტი კი – 21 ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები