გაერო ქვეყნებს “ვაქცინური ნაციონალიზმის” დასრულებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიჩინონ “ვაქცინური სოლიდარობა” და “ვაქცინური ნაციონალიზმისგან” გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ გუტერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, გენერალური მდივანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით დღეს გამოვა და სახელმწიფოებს მოუწოდებს ვაქცინაციის საკითხში სოლიდარობის გაზრდისკენ.

“ერთი დიდი თხოვნაა – ნამდვილად უზრუნველვყოთ “ვაქცინური სოლიდარობა”, ნამდვილად დავასრულოთ “ვაქცინური ნაციონალიზმი”, – თქვა გუტერეშის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, არსებული გზის გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიოში მოსახლეობის ვაქცინირების ტემპი სათანადო ვერ იქნება.

“ვხედავთ ახალი შტამების ზრდას, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ვაქცინები საკმარისად სწრაფად ვერ მუშაობენ. ეს ყველას ინტერესშია, განვითარებული, განვითარებადი თუ საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნიდან ხართ, ყველა უნდა აიცრას”, – აღნიშნა დუჟარიკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები