TikTok-ს ევროკომისიაში უჩივლეს

ევროპის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ​ (BEUC)ევროკომისიას TikTok-თან დაკავშირებით სარჩელით მიმართა და მას მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც BEUC-ში მიიჩნევენ, “ტიკტოკი” არასრულწლოვან მომხმარებლებს სახიფათო კონტენტისგან ვერ იცავს, ასევე, რამდენიმე საკითხთან მიმართებით მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

“TikTok”-ი ვერ იცავს ბავშვებსა და მოზარდებს ფარული მუქარებისგან, რეკლამისა და პოტენციურად მავნე კონტენტისგან. BEUC და მისი წევრები გამოდიან აღნიშნული სოციალური ქსელის პოლიტიკისა და ქმედებების მრავალმხრივი გამოძიების ინიციატივით, რომ ევროკავშირში მომხმარებლების უფლებების დაცვა მოხერხდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტიც, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უსამართლოა სოციალური ქსელის პოლიტიკა ვიდეოკონტენტთან დაკავშირებით საავტორო უფლებების დაცვის ნაწილში, რომელსაც მომხმარებლები იღებენ, “რადგან ისინი “ტიკტოკს” ანიჭებენ უფლებას, ვიდეო უსასყიდლოდ გამოიყენონ და გაავრცელონ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები