აშშ-ში დიდთოვლობასა და ყინვას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში უამინდობას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის რამდენიმე შტატი თოვლსა და ყინვებს ებრძვის, რამდენიმე მილიონი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ასევე, დაფიქსირებულია ზამთრის დამანგრეველი ტორნადოს წარმოქმნაც. ძლიერი ყინვის გამო, ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის პროცესი შეწყდა.

შექმნილ ექსტრემალურ ვითარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა დაზარალებული შტატების გუბერნატორებთან ითათბირა, რომელთა შორის არიან ტეხასი, ლუიზიანა და კენტუკი. ადმინისტრაცია ყველა რესურს გამოიყენებს, რომ ადამიანებს ამ ისტორიული ციკლონის გადატანა შეუმსუბუქოს.

ამჟამად, აშშ-ის ტერიტორიის 70% თოვლით არის დაფარული, ზოგიერთ რაიონში ჰაერის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები