აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 52 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 52 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 27,6 მილიონზე მეტი პირი დაინფიცირდა.

შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 985 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 486 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე აშშ-ში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 150 ათასს აღემატებოდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინფიცირების მაჩვენებლის კლება ამ ფაქტს.

ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინით მოსახლეობის აცრა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები