სტოლტენბერგი: თუ რუსეთს ნატო-სთან შეტაკება სურს, ამისთვის მზად ვართ

“თუ რუსეთს ნატო-ს ქვეყნებთან შეტაკება სურს, ალიანსში ამისთვის მზად არიან. თუ რუსეთს თანამშრომლობა უნდა, ნატო-ში მოხარულები ვიქნებით”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“მჯერა იმ აუცილებლობის, რომ რუსეთს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ სურთ შეტაკება, მზად ვართ. თუ თანამშრომლობა უნდათ, ძალიან გაგვიხარდება”, – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო მზად არის, საკუთარი წევრები დაიცვას.

“რუსეთთან დიალოგი ძალას უნდა ეყრდნობოდეს, სიმტკიცეს. მაგრამ რუსეთს უნდა ვესაუბროთ. შეკავებასა და დიალოგს შორის სხვაობა არ არის. მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა, რომ მოსკოვთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, საუბარი უნდა გავაგრძელოთ, რადგან მნიშვნელოვანია კავშირებისა და ურთიერთობის შენარჩუნება. დაფიქრდით იარაღის კონტროლზე, რომ გამალებული შეიარაღება ავირიდოთ. ისინი ჩვენი მეზობლები არიან, არსებობს ინტერესები, უნდა ავირიდოთ ინციდენტები, განსაკუთრებით – საზღვრებზე. როგორც ნორვეგიელ პოლიტიკოსს, რუსეთთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ეს შესაძლებელია”, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები