“ბატონო ალეკო, მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ”, – ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს.
“ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო, გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს”, – წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.