ნიდერლანდების სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში ე.წ.კომენდანტის საათი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს

ჰააგაში სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდებში ე.წ.კომენდანტის საათი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, რადგან მისი შემოღების გადაწყვეტილება მცდარ საფუძველს ემყარება.

როგორც NOS-ი წერს, მოსამართლე მიიჩნევს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი თავისუფლად გადაადგილების უფლების ხელყოფაა.

სასამართლოში აღნიშნეს, რომ ნიდერლანდებში ე.წ. კომენდანტის საათი ხელისუფლების მიერ საგანგებო უფლებამოსილების კანონის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის მიხდვით, მთავრობას აქვს უფლება, მიმართოს მსგავს ზომებს, წარმომადგენელთა პალატასა და სენატთან კონსულტაციის გარეშე.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე სწავლობს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა ე.წ.კომენდანტის საათს, ასევე, იმ ჯარიმებს, რომლებიც დარღვევისთვის იქნა გამოწერილი.

ნიდერლანდებში ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში 23 იანვარს შევიდა, რაც გასულ კვირას 2 მარტამდე გაახანგრძლივეს. შეზღუდვის დამრღვევს 95 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები