შალვა ნათელაშვილი: მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონრებს, როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, ჩემი ხელით შეგყრით ციხეში
“მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონრებს, როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს გაფრთხილება ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.
“მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონრებს – ოდიშარიადან დაწყებული ხახუბიათი დაგვირგვინებული, როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში და ეს გაფრთხილება კარგად გაიაზრეთ”, – წერს ნათელაშვილი.