გია ვოლსკი: არ შეიძლება სახელმწიფო ფანჩატურში დაწერილი წესებით იმართებოდეს

“არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ შეიძლება სახელმწიფო ფანჩატურში დაწერილი წესებით იმართებოდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონების დაცვის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება.

“საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჩატურში დაწერილი წესებით. ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით ყოველ დღე. ასე უნდა ვამტკიცოთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო არის დამოუკიდებელი, რა პერიოდიც უნდა ავიღოთ, იწერებოდა კანონები და ამ კანონების მიხედვით ცხოვრობდა ქვეყანა და არა იმის მიხედვით, რომელსაც გვკარნახობენ. თვალსაჩინოა დარღვევა, რომელიც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნას ჩვენს წინაშე, ამ დარღვევის სიმძიმეზე სასამართლო იმსჯელებს და არა რომელიმე სხვა ორგანო. პარლამენტი ვალდებულია მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა. სხვანაირად, არ შედგება არც სახელმწიფო და პატივისცემასაც ვერ დაიმსახურებს, ვერც ოპონენტებისაგან და ვერც მხარდამჭერებისაგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები