მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი: ვაქცინის ნაციონალიზმი საერთაშორისო საზოგადოებას ძვირად დაუჯდება

“ვაქცინის ნაციონალიზმი საერთაშორისო საზოგადოებას ძვირად დაუჯდება როგორც ადამიანების ჯანმრთელობის, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით”, – ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ნგოზი ოკონჯო-ივეალამ განაცხადა.
„არავინ არის დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება დაცული. ამ დროს ვაქცინის ნაციონალიზმი არახელსაყრელია, ვინაიდან ახალი ვარიანტები ჩნდება. თუკი იმუნიზაცია სხვა ქვეყნებშიც არ ჩატარდება, ის უბრალოდ არაეფექტური იქნება“, – აღნიშნა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნგოზი ოკონჯო-ივეალა ორგანიზაციის ხელმძღვანლად გუშინ აირჩია.
მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციის 164-მა წევრმა 66 წლის ნგოზი ოკონჯო-ივეალას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაუჭირა მხარი.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ოკონჯო-ივეალამ განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა იქნება. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრებმა საექსპორტო შეზღუდვების მოხსნისთვის საჭირო მცდელობები უნდა დააჩქარონ, რომელიც საჭირო მედიკამენტებითა და მასალებით ვაჭრობის შენელებას იწვეს.
ნგოზი ოკონჯო-ივეალა მოვალეობის შესრულებას 1-ელ მარტს შეუდგება.
ნგოზი ოკონჯო-ივეალა ორგანიზაციის პირველი ქალი და პირველი აფრიკელი ხელმძღვანელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები