საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

როგორც მან განაცხადა, გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

“დღეს ვიმყოფები აქ, ადმინისტრაციულ ე.წ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან ყოფს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისგან, იმისათვის, რომ ჩემი თვალით მენახა ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს აქ აღმართული მავთულხლართები და რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ამ 12 წლიან კონფლიქტს ძალიან დიდი ადამიანური საზღაური მოჰყვა. ამან გამოიწვია ოჯახების დაყოფა. ადამიანებს მოუწიათ რუსეთის თვითნებური მმართველობის ქვეშ გაღვიძება, თავის მიწებსა და სალოცავებთან წვდომის გარეშე.

გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებს იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები